უკრაინას ახლა საჰაერო თავდაცვა სჭირდება. მე განვიხილავ ამას , - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უკრაინაზე რუსეთის მასირებული საჰაერო შეტევის სოციალურ ქსელში ეხმიანება.
"რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესია მასირებული თავდასხმებით გააძლიერა, მან შეუტია სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის ჰიდროელექტროსადგურებს და გამოიწვია მსხვერპლი. უკრაინას ახლა საჰაერო თავდაცვა სჭირდება. მე განვიხილავ ამას ხუთშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე", - წერს ჯოზეფ ბორელი.