ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბრისას რუსეთის კურსკის ოლქში მიმდინარე მოვლენები განიხილა.

„დმიტრო კულებასთან ფრონტის ხაზზე უახლესი მოვლენები და კურსკის კონტრშეტევა განვიხილე. გავიმეორე, რომ ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს უკრაინელი ხალხის ბრძოლას“, - წერს ბორელი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგობის გატეხა ვერ შეძლო:

„პუტინმა ვერ შეძლო მისი გაუმართლებელი შეჭრის წინააღმდეგ უკრაინის წინააღმდეგობის გატეხა და ახლა იძულებულია, რუსეთის ტერიტორიაზე უკან დაიხიოს".