ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი რუსეთის მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაზე იერიშს ეხმაურება.
ჯოზეფ ბორელი წერს, რომ რუსეთმა კიდევ ერთხელ მიიტანა იერიში სამოქალაქო ობიექტზე, სადაც ხალხი იმყოფებოდა.
"რუსეთი კვლავ დაესხა თავს უკრაინელ მშვიდობიან მოქალაქეებს. თავს დაესხა დონეცკის რეგიონში, კოსტიანტინივკაში მდებარე დატვირთულ სავაჭრო ცენტრს.
ჩვენ მხარს ვუჭერთ პასუხისმგებლობას ამ და რუსეთის სხვა სამხედრო დანაშაულებზე.
უკრაინას ახლა მეტი სამხედრო მხარდაჭერა სჭირდება, რათა დაიცვას თავისი ქალაქები, მშვიდობიანი მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა. – წერს ბორელი.
შეგახსენებთ, 9 აგვისტოს რუსეთმა დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაზე მიიტანა იერიში. დაიღუპა 14 და დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი. დაღუპულთა შორის სავარაუდოდ არიან ბავშვებიც.
დარტყმის შედეგად სავაჭრო ცენტრში გაჩნდა ხანძარი, თუმცა მაშველებმა მისი ლიკვიდაცია შეძლეს. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები და ავტომობილები.
Russia again targeted Ukrainian civilians, attacking a busy shopping centre in Kostyantynivka, Donetsk region.
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) August 9, 2024
We support accountability for this and other Russian war crimes.
Ukraine needs more military support now to protect its cities, civilians and infrastructure.