ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი ("რესპუბლიკური პარტია") აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა დაასანქციროს.

"რუსეთის მარიონეტი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დიქტატურად აქცევს პუტინთან მუშაობით. შეერთებულმა შტატებმა საბოლოოდ უნდა დაასანქციროს იგი, როგორც მე და სპიკერმა ჯონსონმა 2020 წელს მოვუწოდეთ რესპუბლიკური კვლევის კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ფარგლებში“, - წერს უილსონი სოციალურ ქსელში.