თელავში, ერეკლე მეორის 305-ე იუბილესთან დაკავშირებით, საპატიო თელაველები გამოავლინეს. 

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.  "ერეკლეობა" მიულოცეს და საპატიო თელაველები დააჯილდოვეს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. 

საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა ისტორიის დოქტორს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ზაურ გუმაშვილს, პოეტ ნოდარ იაგორაშვილს, ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენის კავალერს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილ უფროსსს, გიორგი (გივი) იუკურიძეს. ექიმ-უროლოგს, ნოდარ უჯმაჯურიძეს, კარდიოლოგ-თერაპევტს, ნინო ფურცელაძესა და თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობს, ნონა ხუმარაშვილს.


დღის განმავლობაში, ქალაქის მთავარ მოედანზე მოწყობილი იყო საგამოფენო სივრცეები და პავილიონები, საბავშვო გასართობი კუთხეები. მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა - გაყიდვა.

 ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლებისა  და სტუდიების მონაწილეობით გაიმართა კონცერტი. 
ტერიტორიაზე მოსულ სტუმრებს სხვადასხვა შემეცნებითი, საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობები დახვდათ. 

თელავქალაქობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები კი ჯგუფ ,,ურსას,, კონცერტით დასრულდა.