გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან პაატა კუნჭულიასთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად, დაბა ურეკში მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.


ამჟამად, ზედა ურეკში მიმდინარეობს 400 მეტრი სიგრძის საგზაო მონაკვეთის მოწყობა. სამუშაოების ფარგლებში უკვე აშენდა სანიაღვრე არხები და დაგეგმილია ეზოებში შესასვლელების მოწყობაც.
დასრულდა წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებში 850 მეტრი სიგრძის გზა მოეწყო.
პროექტები ხორციელდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.