სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ისულაში, წმინდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძარი, დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) აკურთხა.
ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ: ფოთის, სენაკისა და ფოთის დელეგატი საქართველოს პარლამენტში გიორგი ხახუბია, საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები - ნინო ვიბლიანი და გიორგი ნადარაია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ტყებუჩავა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
ახალი ტაძრის ქტიტორი სენაკის საპატიო მოქალაქე გიორგი სალაყაიაა. მასვე ეკუთვნის ტაძრის არქიტექტურა.
ტაძრის ადგილას ადრე ფუნქციონირებდა წმინდა ბარბარეს სახელობის ძველი ეკლესია, რომელიც საქართველოს გასაბჭოების შემდეგ დაანგრიეს.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ აღნიშნა: ,,ამ მნიშვნელოვან დღეს ვულოცავ ჩემს სენაკელებს, ჩვენს ეპარქიას, ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას.
მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო ახალი ტაძრის ქტიტორის, სენაკის საპატიო მოქალაქის, გიორგი სალაყაის. უფლის შეწევნას და დღეგრძელობას ვუსურვებ ქვეყნისა და მშობლიური ქალაქის საკეთილდღეოდ.”




