ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, "მეგობარი აქტის" თანაავტორი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისია იტყობინება.
"გუშინ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად მთელ მსოფლიოს გამოუცხადა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგები არალეგიტიმურია, ქართველ ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ და პროტესტისკენ მოუწოდა, ასევე, საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერა სთხოვა, მაშინ, როცა ისინი დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ არჩეული გზის გადასარჩენად იბრძვიან", - კონსტანტირებს ჯო უილსონი და განაგრძობს, რომ მსოფლიო ვითარებას აკვირდება: "მე ამ ბრძოლაში პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და ქართველი ხალხის გვერდით ვდგავარ და ვაფრთხილებ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, არ გამოიყენოს ძალადობა მომიტინგეების გასაჩუმებლად. მსოფლიო ამას აკვირდება".