ისტორიკოსს, ხელოვნების სასახლის გენერალურ დირექტორს, გიორგი კალანდიას რუსთაველის ფონდის პრემია გადაეცა. როგორც თავად გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში წერს, მისთვის ეს პრემია დიდი პატივია.

„დიდი მადლობა შოთა რუსთაველის სახელობის სამეცნიერო ფონდს და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ასეთი დაფასებისათვის, ჩემთვის დიდი პატივია რუსთაველის ფონდის პრემია“, - წერს გიორგი კალანდია.