საქართველოს საპენსიო ფონდის საინვესტიციო პორტფელების 2025 წლის ოქტომბრის თვის შედეგებს აქვეყნებს

ოქტომბერი საპენსიო ფონდის პორტფელებისათვის საკმაოდ კარგი თვე აღმოჩნდა, რაც ძირითადად საერთაშორისო აქციების ბაზრების ძლიერმა ზრდამ განაპირობა. აღნიშნული დადებითი ტენდენცია, კომპანიების ძლიერ კვარტალურ შედეგებს, აშშ-ჩინეთის სავაჭრო შეთანხმებასთან დაკავშირებულ ოპტიმიზმსა და ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტოს განაკვეთის დამატებით შემცირებას უკავშირდება. დინამიკური პორტფელი, რომელშიც საერთაშორისო აქციების წილი, სხვა პორტფელებთან შედარებით, ყველაზე მაღალია, ოქტომბერში 1.70%-ით გაიზარდა, ხოლო დაბალანსებულმა და კონსერვატიულმა პორტფელებმა შესაბამისად 1.43% და 1.15%-იანი ზრდები დააფიქსირეს.

წლის დასაწყისიდან დღემდე შემოსავლიანობა სამივე პორტფელისთვის საკმაოდ მაღალია:

🔹 დინამიკური – 13.90%
🔹 დაბალანსებული – 11.83%
🔹 კონსერვატიული – 10.12%

აღსანიშნავია, რომ დინამიკური პორტფელი შექმნის დღიდან (2023 წლის 6 აგვისტო) გაწლიურებული შემოსავლის კუთხითაც ლიდერობს და მისი შემოსავლიანობა 14.8%-ს აღწევს, ხოლო დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელებისათვის შესაბამისი მაჩვენებლები 13.4% და 12.0%-ს შეადგენენ.

საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა ოქტომბრის ბოლოსთვის 7.9 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა – 2.1 მილიარდ ლარს გადააჭარბა. - ნათქვამია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ასევე საქართველოს საპენსიო ფონდის 31 ოქტომბრის სტატისტიკური მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 686 ათასი ადამიანია. 2025 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 24,823 -მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 112 მლნ ლარი.

საპენსიო ფონდის აქტივების ღირებულებამ 7.9 მლრდ ლარს მიაღწია, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.1 მლრდ ლარს გადააჭარბა.