ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში ალ-შიფას საავადმყოფოს დირექტორი და მასთან ერთად რამდენიმე უფროსი ექიმი დააკავეს. განაცხადა საავადმყოფოს ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხალიდ აბუ სამრამ.
იუწყებიან, რომ ალ-შიფას დირექტორი აბუ სალმია მაშიჯ აიყვანეს, როდესაც ის ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში გადასვლას ცდილობდა. ისრაელის ძალებმა ის დაკითხვაზე გადაიყვანეს.
20 ნოემბერს ისრაელის თავდაცვის ძალები ალ-შიფას საავადმყოფოს კამერების ჩანაწერები გამოაქვეყნა, რომელზედაც ჩანს, თუ როგორ შეჰყავთ "ჰამასის" წევრებს მძევლები ალ-შიფას საავადმყოფოში. ჩანაწერი 2023 წლის 7 ოქტომბრით თარიღდება, როდესაც "ჰამასმა" მოულოდნელი თავდასხმა განახორციელა ისრაელზე. ამასთან, IDF-მა გაავრცელა ალ-შიფას საავადმყოფოს ქვეშ გამავალი გვირაბების ქსელის ამსახველი ვიდეო.