აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანი პროგრესია.
„მიღწეული შეთანხმება სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ის მთავრობის დაუღალავი დიპლომატიისა და ძალისხმევის შედეგს წარმოადგენს“, - განაცხადა ბლინკენმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კატარს და ეგვიპტეს მოლაპარაკებების დროს გაწეული სამუშაოსთვის და ისრაელს ჰუმანიტარული პაუზის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩემთვის მთავარ პრიორიტეტს საზღვარგარეთ მყოფი ამერიკელების უსაფრთხოება და დაცვა წარმოადგენს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას, რათა ყველა მძევლის გათავისუფლება და ოჯახებთან მათი სწრაფად დაბრუნება უზრუნველვყოთ“, - აღნიშნა ბლინკენმა.