„ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა მუსა აბუ მარზუკმა „ალ-ჯაზირასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დადებული დროებითი ზავი ძალაში ხვალ დილის 10:00 საათზე შევა.
აბუ მარზუკის ცნობით, მძევლების უმეტესობას, რომლებიც გათავისუფლდებიან, უცხო ქვეყნის მოქალაქეობა აქვთ. მას არ დაუკონკრეტებია ფლობენ თუ არა ისინი ისრაელის პასპორტებს.