შეერთებული შტატების მედია წარმომადგენელთა პალატაში არჩევნების განახლებულ შედეგებს აქვეყნებს.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატის 435 მანდატიდან 216 რესპუბლიკელებმა მოიპოვეს, 208 კი დემოკრატებმა. უმრავლესობის მოსაპოვებლად 218 მანდატია საჭირო.
შეერთებული შტატების წლევანდელი არჩევნების შედეგების მიხედვით რესპუბლიკელებმა სენატში 52 ადგილი მოიპოვეს, დემოკრატებმა 47, ერთი მანდატის მფლობელი ვინაობა კი ჯერ კიდევ არაა გარკვეული.