ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ ერთ-ერთი მეთაური ბაჰაა ბარუდი მოკლეს.

მათივე ცნობით, თავდასხმა ღაზაში გუშინ მოხდა, ბარუდის ლიკვიდაცია კი ცოტა ხნის წინ დადასტურდა.

ამასთან, ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, ბარუდი, „ჰამასის“ ტერორისტული ორგანიზაციის სახელით, ისრაელის თავდაცვის ძალებისა და ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ მრავალი ტერორისტული თავდასხმის დასაგეგმად და განსახორციელებლად“ მოქმედებდა.

„ბარუდი ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარებისთვის უშუალო საფრთხეს წარმოადგენდა და ის ზუსტი საჰაერო დარტყმის შედეგად განადგურდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ასევე დაადასტურა, რომ „ჰამასის“ სამხედრო ფრთის მეთაური იზ ალ-დინ ალ-ჰადადი ღაზაზე საჰაერო დარტყმის შედეგად მოკლეს.