არაბთა გაერთიანებული საამიროები პირდაპირ იყო ჩართული ირანის წინააღმდეგ აშშ-ს და ისრაელის აგრესიაში, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, „ბრიქსის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ომის დაწყებისას არაბთა გაერთიანებულ საამიროებს არ დაუგმია მინაბის სკოლაზე განხორციელებული თავდასხმა, რომელსაც 170 მოსწავლე ემსხვერპლა.

„გარდა იმისა, რომ არ დაგმო აგრესიის პრინციპი, არაბთა გაერთიანებული საამიროები მოგვიანებით აქტიურად მონაწილეობდა აგრესიის ამ აქტში; აშშ-სა და ისრაელის რეჟიმისთვის სამხედრო ბაზების, საჰაერო სივრცის, მიწისა და ობიექტების მიწოდებით. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩვენი მეზობლები არიან და ჩვენ მათ ძმებად და მეგობრულად მივიჩნევთ, სამწუხაროდ, მათ გადაწყვიტეს, ამ აგრესიაში ისრაელისა და ამერიკელების მხარეს დამდგარიყვნენ. თუმცა, ირანი არ დაესხა თავს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს. ჩვენ მხოლოდ აშშ-ის სამხედრო ბაზებსა და ობიექტებს დავარტყით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. რაც უფრო მეტად გვესხმოდნენ თავს, მით უფრო მეტად ვიცავდით თავს“, – აღნიშნა აბას არაღჩიმ.