აშშ-ს მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვის შემდეგ პირველ პრესკონფერენციაზე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ 23 ივნისს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება.

"დღეს მივემგზავრები მოსკოვში, და ხვალ დილით პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა მაქვს. რუსეთი ირანის მეგობარია და ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს. ჩვენ ყოველთვის ვაწარმოებთ კონსულტაციებს ერთმანეთთან და პოზიციების კოორდინაციას ვახდენთ. ხვალ მექნება სერიოზული კონსულტაციები რუსეთის პრეზიდენტთან და გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას.

ჩვენ ვიცით, რომ რუსეთმა, ჩინეთთან ერთად, გაეროს უშიშროების საბჭოში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ რეზოლუციის მიღება სცადა. აშკარაა, რომ ახლა სიტუაცია შეიცვალა" - თქვა არაღჩიმ სტამბოლში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ჯერჯერობით, რუსულ მხარეს არაღჩისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის შეხვედრაზე ცნობები არ გაუვრცელებია