დღევანდელი დილის მოვლენები აღმაშფოთებელია და გრძელვადიანი შედეგები ექნება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი წერს.

"გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრმა, აშშ-მ, გაეროს წესდება, საერთაშორისო კანონმდებლობა და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულება უხეშად დაარღვია, როდესაც ირანის მშვიდობიან ბირთვულ სადგურებზე იერიში მიიტანა.

დღევანდელი დილის მოვლენები აღმაშფოთებელია და გრძელვადიანი შედეგები ექნება. გაეროს თითოეული წევრი უნდა შეშფოთებული იყოს ამ უკიდურესად საშიში, უკანონო და კრიმინალური საქციელის გამო.

გაეროს წესდებისა და მისი დებულებების შესაბამისად, რომლებიც თავდაცვის მიზნით ლეგიტიმური რეაგირების უფლებას იძლევა, ირანი თავისი სუვერენიტეტის, ინტერესებისა და ხალხის დასაცავად ყველა შესაძლებლობის გამოყენების უფლებას იტოვებს", - წერს არაღჩი.