დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, პროექტის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ ფარგლებში, კონკურსის „დაცული ტერიტორიები და კლიმატის ცვლილება“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება აჭარის რეგიონში გაიმართა.
მონაწილეებმა წარმოადგინეს ესეები, ნახატები, ფოტოები და პოსტერები, რომლებიც ასახავდა ბუნების დაცვის მნიშვნელობასა და კლიმატის ცვლილების მიმართ მათ ხედვას.
გამარჯვებულები გამოვლინდნენ მტირალას, მაჭახელას, კინტრიშის და ქობულეგის დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრებ მოსწავლეებს შორის.









