ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ ირანში სამ ბირთვულ ობიექტზე, მათ შორის ფორდოს უდიდეს ურანის გამდიდრების ქარხანაზე, დარტყმების შემდეგ, ამ ობიექტების გარეთ რადიაციის დონის ზრდა არ დაფიქსირებულა.
"ატომური ენერგიის სააგენტო ირანში არსებული სიტუაციის შემდგომ შეფასებებს ახალი ინფორმაციის მიღებისთანავე წარმოადგენს", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, აშშ-მა ირანის 3 ბირთვულ ობიექტს დაარტყა. აშშ-მა იერიშები მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში. სარაკეტო იერიშებში მონაწილეობდნენ აშშ-ის სტრატეგიული ბომბდამშენები (B-2).