შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის იგოეთი-კასპი-მეფისქალაქის საავტომობილო გზის 12 კმ-იანი (კმ9 - კმ20) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო მონაკვეთი კასპის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, იწყება დაბა კასპში ცენტრალურ მოედანზე და შემდეგ ძირითადად დაუსახლებელ ტერიტორიაზე გადის, მხოლოდ დასაწყისში და ბოლოში არის მჭიდროდ დასახლებული უბნები.
სარეაბილიტაციო მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაზიანებული იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა. არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებულია: გზის სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება; მოეწყობა ტროტუარები, შეკეთდება არსებული და მოეწყობა ახალი წყალგამტარი მილები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მდინარე მტკვარზე არსებულ ხიდს; ასევე, მოეწყობა ზედა და ქვედა საყრდენი კედლები, მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, სანიაღვრე ჭები და საგზაო ნიშნები. განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 14 889 937 ლარით ფინანსდება. სამუშაოების დასრულება დაგეგმილია მიმდინარე წლის ზაფხულში.










