NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ევროპა და NATO მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ უკრაინაში ომი 10 წელი გაგრძელდეს. მაგრამ სიტუაციის პარადოქსი, მისი აზრით, იმაში მდგომარეობს, რომ დასავლელი მოკავშირეები რაც უფრო დამაჯერებლად მოახდენენ დემონსტრირებას, რომ მზად არიან ხანგრძლივი ომისთვის, მით უფრო სწრაფად შეიძლება დასრულდეს იგი.

BBC-სთან ინტერვიუში, კითხვაზე, მზად უნდა იყვნენ თუ არა NATO-ს ქვეყნები, რომ უკრაინის ომი შესაძლოა, 10 წელზე მეტხანს გაგრძელდეს, სტოლტენბერგმა უპასუხა: „დიახ“.

"მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ რაც უფრო ძლიერად ვუჭერთ მხარს უკრაინას და რაც უფრო დიდხანს ვიქნებით მზად მის დასახმარებლად, მით უფრო სწრაფად შეიძლება დასრულდეს ომი. პარადოქსი ის არის, რომ პრეზიდენტ პუტინს ახლა სჯერა, რომ შეუძლია ჩვენი გადაჯდომა. ამიტომაც გრძელდება ომი“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

„ხოლო როდესაც ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაჩვენებთ, რომ აქ დიდი ხნით ვართ, რომ მტკიცედ ვართ მოწოდებული, უკრაინას დიდი ხნის განმავლობაში დავეხმაროთ, მაშინ ჩვენ ვქმნით პირობებს კონფლიქტის მოსაგვარებლად, რომელშიც უკრაინა გაიმარჯვებს, როგორც სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფო“, - განაგრძო ნატოს გენერალურმა მდივანმა.