ევროპა მზად უნდა იყოს უკრაინაში ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ომისთვის, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა BBC-სთან საუბრისას განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა მოემზადონ თუ არა NATO-ს მოკავშირეები უკრაინაში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტისთვის, სტოლტენბერგმა დადებითად უპასუხა.
„მაგრამ მთავარი გზავნილი არის ის, რომ რაც უფრო ძლიერი იქნება უკრაინის მხარდაჭერა და რაც უფრო დიდხანს ვიქნებით მზად, რომ უკრაინას დავეხმაროთ, მით უფრო მალე დასრულდება ეს ომი. პარადოქსი ისაა, რომ ახლა პრეზიდენტ პუტინს სჯერა, რომ მას შეუძლია, დაგველოდოს. ამიტომ ომი გრძელდება. როდესაც ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ჩვენ აქ ვიქნებით დიდი ხნის განმავლობაში, რომ გვაქვს ძლიერი, მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, მაშინ ჩვენ გვაქვს პირობები გადაწყვეტისთვის, სადაც უკრაინა გაიმარჯვებს, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო. ახლა თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდამჭერი დრო და ადგილი უკრაინაა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.