ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინაში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე ბრიტანელი პატრიკ ტერნერი დანიშნა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„დარწმუნებული ვარ, ამ მნიშვნელოვან როლში ის გამორჩეული იქნება, რადგან ნატო აგრძელებს უკრაინისადმი მხარდაჭერის გაძლიერებას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

როგორც ნატო-ში აცხადებენ, ტერნერი კიევში ალიანსის ოფისს უხელმძღვანელებს და იმოქმედებს, როგორც უკრაინის ხელისუფლებასთან ნატო-ს ურთიერთობის კოორდინატორი.