გაეროს გამნაღმველი პროგრამის ხელმძღვანელმა პოლ ჰესლოპმა განაცხადა, რომ უკრაინაში, კახოვკას კაშხლის ჩამონგრევის შედეგად წარმოქმნილმა წყალდიდობამ შესაძლოა, ნაღმები შავი ზღვის მიმდებარე სანაპიროებზე ჩაიტანოს.

მისი თქმით, წყალი აგრძელებს დინებას და ნაღმებიც გადააქვს.

როგორც მან აღნიშნა, საფრთხეს წარმოადგენს საბჭოთა წარმოების მსუბუქი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი (ПФМ-1), რომელსაც „პეპელას“ უწოდებენ. პოლიეთილენის გარსის მქონე ნაღმი დაახლოებით 80 გრამს იწონის.

"სიმსუბუქის გამო, ამ ტიპის ნაღმები წყალმა შესაძლოა, დიდ მანძილზე წაიღოს, განსხვავებით მძიმე ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებისგან", – განაცხადა მან.