უკრაინის შს მინისტრ იგორ კლიმენკოს განცხადებით, კახოვკის კაშხლის ნგრევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ათამდე გაიზარდა.

"ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 42 ადამიანი, მათ შორის შვიდი ბავშვია. აღნიშნული მონაცემები მხოლოდ უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდანაა", – განაცხადა კლიმენკომ.

კახოვკას კაშხალი 6 ივნისს დაინგრა. უკრაინა, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი მომხდარში რუსეთს ადანაშაულებენ. რუსული მხარე ბრალდებებს უარყოფს და კაშხლის ნგრევას „უკრაინის მიზანმიმართულ დივერსიას“ უწოდებს.