აქციის მონაწილეები, სიმბოლურად 8 აგვისტოს მემორიალთან შეიკრიბნენ და სანთლები დაანთეს, მოგვიანებით კი, 9 აპრილის მემორიალამდე ფეხით მსვლელობა მოაწყვეს. 

„რამდენიმე დღეა, რაც ფოთში დავიწყეთ საპროტესტო აქცია. ვაპროტესტებთ რუსულ კანონს, ვიბრძვით ჩვენი  ევროპული  მომავლისთვის. დღევანდელიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ მდუმარე აქცია მოგვეწყო, პატივი მიგვეგო 8 აგვისტოს, ასევე 9 აპრილს  დაღუპულთათვის, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძოდნენ და ამისთვის სიცოცხლე გაწირეს. ასევე, ვუერთდებით დედაქალაქში მიმდინარე მოვლენებს,“- განაცხადა აქციის მონაწილე ანა კუბეციამ.