მარტო ერთ მწერალზე იყო მოთხოვნილება, რომ აუცილებლად რაღაც დაეწერა და ამ სპორტსმენებს კი გადაეკიდეთ, შვიდმა დაწერა, რვამ დაწერა, ცხრამ დაწერა, იმას არ დაუწერია, ამას არ დაუწერია, უიუიუი, სირცხვილი და თავის მოჭრა... აღარაა ეგ ერის სინდისი, მორჩა!. - ამის შესახებ მწერალი შოთა იათაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"რა შეეცით მართლა ამ სპორტსმენებს, დაწერე დაწერეო, ერის მამა ხარ და სულიერი წინამძღოლიო, აფრენთ თქვენ? და რას არჩევთ მერე მათ ნაწერებს სიტყვასიტყვით? მარტო ერთ მწერალზე იყო მოთხოვნილება, რომ აუცილებლად რაღაც დაეწერა და ამ სპორტსმენებს კი გადაეკიდეთ, შვიდმა დაწერა, რვამ დაწერა, ცხრამ დაწერა, იმას არ დაუწერია, ამას არ დაუწერია, უიუიუი, სირცხვილი და თავის მოჭრა... აღარაა ეგ ერის სინდისი, მორჩა!.. მე რომ გადამეკიდოთ ახლა ირბინე, ირბინეო, დაარტყი, დაარტყიო, აწიე, აწიეო, გამომივა რამე? ხომ შევრცხვები თქვენ წინაშე ერთხელ და სამუდამოდ. დაუფიქრდით რა, რას აკეთებთ, ნუ გამანიაკდებით ბოლომდე. დარბიან ეს ბიჭები დღე და ღამე, ზოგი სად და ზოგი სად, ოფლის ღვარში არიან, თქვენ კი პასტას აჩეჩებთ ხელში, თან წიწილებივით ითვლით, ვინმე რომ არ გამოგრჩეთ. და მერე ქართულის მასწავლებლებივით უსწორებთ ნაწერებს და ნიშნებს უწერთ. კარგით რა, სირცხვილია მართლა..."