ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი ეთანხმება ესტონეთის პრეზიდენტის, ალარ კარისის პოზიციას, რომ ევროპას მომავალში მოსკოვთან პირდაპირი დიალოგის აღდგენა დასჭირდება.

ფინეთისა და ესტონეთის ლიდერებს სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინათ ალარ კარისის ბოლოდროინდელ განცხადებებზე რუსეთთან დიალოგის შესაძლო განახლებასთან დაკავშირებით.

„დიახ, „მსურველთა კოალიციაში“ ან სხვაგან არსად არ მიმდინარეობს დისკუსია იმის შესახებ, ვინ, როდის, სად და როგორ უნდა დაიწყოს რუსეთთან საუბარი. ამჟამად ეს როლი ჩვენ შეერთებულ შტატებს გადავაბარეთ და ირანთან ომის გამო ეს საუბარი ჩაცხრა. ამიტომ, მე სრულად ვეთანხმები პრეზიდენტ კარისს, რომ დადგება დრო, როდესაც რუსეთთან კომუნიკაციის არხები უნდა გავხსნათ. მაგრამ კითხვაა, როდის – ომის დასრულებამდე თუ მის შემდეგ? კიდევ უფრო დიდი კითხვაა, ვინ გააკეთებს ამას და რა იქნება მათი მანდატი. ჩემი აზრით, ეს უნდა გაკეთდეს კოლექტიურად და კონკრეტული მანდატით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ევროპაში არავინ უნდა დაიწყოს ეს დამოუკიდებლად. ჩვენ ადრეც გვინახავს ასეთი მცდელობები და ისინი, როგორც წესი, არ მუშაობს“, – აღნიშნა ალექსანდრ სტუბმა.

ფინეთის პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რა მოხდება შემდეგ რუსეთში, ის იყო, არის და დარჩება ფინეთისა და ესტონეთის მეზობელი. როგორც სტუბმა აღნიშნა, რუსეთთან ურთიერთობები არ შეიძლება, დარჩეს ისეთივე, როგორიც იყო მოსკოვის აგრესიის სერიამდე.

„ეს იქნება განსხვავებული ურთიერთობა, მაგრამ იქნება რაღაც სახის ურთიერთობა, რადგან მეზობლებს ეს სჭირდებათ“, – განაცხადა ალექსანდრ სტუბი.

ალარ კარისმა მანამდე განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა უკვე უნდა დაგეგმონ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებისთვის საჭირო ქმედებები და რუსეთთან ურთიერთქმედების მოდელი, რადგან ეს შეიძლება, სწრაფად და მოულოდნელად მოხდეს. ესტონეთში ზოგიერთმა პოლიტიკოსმა გააკრიტიკა ის ამ განცხადებების გამო. კარისმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ ევრო