ევროპარლამენტმა გადაწყვიტა შეაჩეროს ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო შეთანხმების რატიფიკაციის პროცესი, დონალდ ტრამპის ბოლო მუქარების შემდეგ — ამის შესახებ ინფორმაცია, დღეს, სამშაბათს პარლამენტის წამყვანმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა დაადასტურეს.
პოლიტიკურ ჯგუფებს შორის არსებობს „უმრავლესობის შეთანხმება“, რომ გაიყინოს შარშან აშშ-სა და ევროკავშირს შორის გაფორმებული სავაჭრო შეთანხმება, — ამის შესახებ ჟურნალისტებთან განაცხადა S&D-ის (სოციალ-დემოკრატების) ჯგუფის პრეზიდენტმა, გარსია პერესმა.








