Politico-ს ინფორმაციით, ირანის რეჟიმის მხრიდან ქვეყანაში ანტისამთავრობო დემონსტრაციების სასტიკი დარბევის გამო, ირანელ დიპლომატებს ევროპარლამენტში შესვლა აეკრძალათ. 

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება ევროპარლამენტარებს 12 იანვარს გაგზავნილ წერილში აცნობა. Politico-ს ინფორმაციით, აკრძალვა ბრიუსელსა და სტრასბურგში პარლამენტის ყველა შენობას შეეხება, ისევე როგორც გენერალურ სამდივნოშიც, რომელიც ლუქსემბურგში მდებარეობს.

გამოცემა წერს, რომ შედეგად, ირანული პასპორტის მქონე ნებისმიერი პირის შემოწმება შესასვლელებთან მოხდება და შენობებში არ შეუშვებენ იმ პირებს, რომლებიც რეჟიმის სამსახურში არიან.

"ირანელ ხალხს შეუძლია, კვლავ დაეყრდნოს ამ პარლამენტს მხარდაჭერის, სოლიდარობისა და მოქმედებისთვის." - აღნიშნა მეცოლამ წერილში.