ევროკომისია AgoraEU-ის პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაფინანსებისთვის 8.6 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს, რათა შეავსოს USAID-ის დაფინანსების შეჩერების შედეგად შექმნილი ხარვეზი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი კინგა გალი სოციალურ ქსელში წერს.
მისი შეფასებით, ეს არის თანხების არასწორი მიმართულებით გაცემა.
„ესენი არ არიან ნამდვილი არასამთავრობო ორგანიზაციები, არამედ პოლიტიკური აქტივისტური ქსელებია, რომლებიც თავს ესხმიან დემოკრატიულად არჩეულ კონსერვატიულ მთავრობებს და უწევენ პოპულარიზაციას ლიბერალურ დღის წესრიგს“, – წერს გალი.
როგორც ევროპარლამენტარი აღნიშნავს, ეს ორგანიზაციები ემსახურებიან ევროკომისიის პოლიტიკურ მიზნებს და უარს ვინც ამბობს მორჩილებაზე, თავდასხმას განიცდის.
„საკმარისია! დროა, დასრულდეს ევროპელი გადასახადის გადამხდელების ფულის გადინება იმ „არასამთავრობოებისთვის“, რომლებიც წევრი სახელმწიფოების ინტერესების საწინააღმდეგოდ მუშაობენ“, – წერს კინგა გალი.
The @EU_Commission plans to pour €8.6 billion through the AgoraEU program to increase funding for so-called “civil society” groups, in order to replace the gap left by halted USAID funding.
— Kinga Gál (@_KingaGal) January 8, 2026
These are not genuine NGOs, but political activist networks that attack democratically… pic.twitter.com/HtTeMeix2v




