რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

როგორც „როიტერი“ წერს, დიპლომატი სამინისტროში მას შემდეგ დაიბარეს, რაც რუსულმა ვერტმფრენმა ესტონეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთა. გამოცემის ცნობით, რუსულმა MI-8 ვერტმფრენმა ბალტიის ზღვაში, ვაინდლოოს კუნძულთან ესტონეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთა.

„ეს წელს მესამე ასეთი ინციდენტია, რაც საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევაა“, – წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნამ X-ზე.

თარგმანი: პირველი არხი