ესტონეთში, რუსეთის საზღვარზე ახალი ბარიერები დაამონტაჟეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს არის უსაფრთხოების სისტემის პირველი ელემენტი, რომელიც რუსეთიდან ესტონეთში არასანქცირებული შეღწევის პრევენციას მოემსახურება. 

ამჟამად ჭიშკარი ხიდის იმ ნაწილზეა განთავსებული, რომელზედაც ავტომობილები გადაადგილდებიან. შემდგომში ანალოგიური ბარიერების დამონტაჟება დაგეგმილია ხიდის საფეხმავლო ნაწილზეც.