გერმანიის პრესის ინფორმაციით, უხვი ნალექი დაფიქსირდა არაერთ რეგიონში ბავარიიდან ჰამბურგამდე და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიიდან თიურინგიამდე.
ძლიერი წვიმების, სეტყვის, ქარის და შტორმის შედეგად არაერთ რეგიონში დაიტბორა სარდაფები და ქუჩები, წაიქცა ხეები და ჩაიხერგა გზები. შემდგომ შეტყობინებამდე შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლა ბრემენსა და ჰამბურგს შორის. საქალაქთაშორისო მატარებლები ჰანოვერის გავლით და გაჩერებების გარეშე გაჩერების გარეშე გადამისამართდნენ, მარშრუტზე კი მოძრაობა შეწყდა.
ძლიერი წვიმებმა გზებზე შეფერხებები შექმნა აგრეთვე ბავარიაში, ჰესენში, საქსონიაში, თიურინგიაში. მწყრის კვერცხის ზომის სეტყვამ დააზიანა ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ქალაქი დეტმოლდი. შეწყდა მიმოსვლა ფედერალურ მაგისტრალზე A33.
გერმანიის მეტეოროლოგიური სამსახური ვარაუდობს, რომ პარასკევს უმეტეს რეგიონში ამინდი დაწყნარდება, შაბათ-კვირას კი ელჭექი და დიდი წვიმა იქნება