აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა მზადყოფნა გამოაცხადა კამალა ჰარისთან დებატებისთვის. ამის შესახებ Politico წერს.

შემდეგი დებატები, რომელიც ABC News-ის ეთერში 10 სექტემბერს არის დაგეგმილი. ბოლო დღეებში, ტრამპმა დებატების Fox News-ზე ჩატარება მოითხოვა.

სამშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა თქვა, რომ განიხილავს ჰარისთან დებატს, მიუხედავად იმისა, გაიმართება თუ არა ეს ABC-ზე და თქვა, რომ "ერთზე მეტი დებატების ჩატარება სურს."

ამავდროულად, მან დაამატა, რომ "არ იყო კმაყოფილი ABC-ით," რომელმაც, ტრამპის თქმით, უფრო ხელსაყრელი პირობები შექმნა ჯო ბაიდენისა და ჰარისისთვის.

მან ასევე აღნიშნა, რომ "დებატები მნიშვნელოვანია საპრეზიდენტო რბოლისთვის."

"ვფიქრობ, თუ თქვენ ხართ დემოკრატიული ან რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი, ნამდვილად გაქვთ დებატების ვალდებულება," - თქვა ტრამპმა.

კამალა ჰარისი ჯერ ოფიციალურად არ არის აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, მაგრამ უკვე მიიღო დელეგატების უმრავლესობის მხარდაჭერა დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე.

ჰარისის პარტიის ოფიციალური საპრეზიდენტო კანდიდატად ნომინაციისთვის კენჭისყრა მომავალი თვის დასაწყისში, ჩიკაგოში, 19-22 აგვისტოს ჩატარდება.