ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა დემოკრატიული პარტიის დელეგატების საკმარისი მხარდაჭერა მოიპოვა, რათა გახდეს პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი.

”ორშაბათ საღამოს მდგომარეობით, ჰარისს ჰქონდა სულ მცირე 2,579 დელეგატის მხარდაჭერა, AP-ის მონაცემებით, 1,976 დელეგატზე მეტი, რაც მას სჭირდებოდა ხმის მიცემის პირველი ტურის მოსაგებად,” - წერს Associated Press.

„მიუხედავად იმისა, რომ დელეგატების მხარდაჭერა კვლავაც იზრდება, 1976-ზე მეტმა დელეგატმა უკვე დაუჭირა მხარი ჰარისს“, - იტყობინება CNN.

დელეგატები არიან ადამიანები, რომლებიც არჩეულნი არიან თავიანთი საარჩევნო უბნის წარმომადგენლად დემოკრატიული პარტიის ეროვნულ კონვენციაზე. პირველი რაუნდის კენჭისყრა სავარაუდოდ, 1-7 აგვისტოს გაიმართება.