აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისის კანდიდატურას მხარს უჭერს დემოკრატიული პარტიის რეგისტრირებულ ამომრჩეველთა უმრავლესობა. ამის შესახებ CNN-ის დაკვეთით ჩატარებულმა კვლევაში ვკითხულობთ.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ ტრამპს მხარს უჭერს რეგისტრირებული ამერიკელი ამომრჩევლების 49%, ჰარისის 46%-ის წინააღმდეგ. ეს სხვაობა კვლევის სტატისტიკური ცდომილების ფარგლებშია, მაგრამ მაინც ნაკლებია, ვიდრე სხვაობა ტრამპსა და ბაიდენს შორის (6%).

რესპონდენტებმა მხარი დაუჭირეს როგორც ბაიდენის გადაწყვეტილებას გადადგომის შესახებ, ასევე მის არჩევანს, დარჩეს პრეზიდენტად ვადის ბოლომდე.

ამავდროულად, დემოკრატიული პარტიის ამომრჩევლები მხარს უჭერენ ჰარისს და მზად არიან გაერთიანდნენ მის გარშემო.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურას მხარს უჭერს მათი 95%, ვინც ადრე ჯო ბაიდენს უჭერდა მხარს, ასევე 30%, ვინც მანამდე არცერთ კანდიდატს არ აძლევდა ხმას. ტრამპისთვის ეს მაჩვენებლები შესაბამისად 92% და 27%-ია.

დემოკრატიული და დემოკრატებისკენ გადახრილი ამომრჩევლების დაახლოებით სამი მეოთხედი (76%) თვლის, რომ დემოკრატიულმა პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატად კამალა ჰარისი უნდა წარადგინოს, ხოლო წინააღმდეგი მხოლოდ 6%-ია.

გარდა ამისა, დემოკრატ ამომრჩეველთა შორის 86% ამბობს, რომ იამაყებს ჰარისით, როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტით, 84% ეთანხმება მას მთავარ საკითხებში, 83% მიიჩნევს, რომ ის წარმოადგენს დემოკრატიული პარტიის მომავალს და 75% ამბობს, რომ მას ტრამპის დამარცხების კარგი შანსი აქვს.

კამალა ჰარისი ჯერ არ არის აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, მაგრამ უკვე მიიღო დელეგატების უმრავლესობის მხარდაჭერა.

პარტიის ოფიციალურ საპრეზიდენტო კანდიდატად ჰარისის ნომინაციისთვის კენჭისყრა მომავალი თვის დასაწყისში, ჩიკაგოში, 19-22 აგვისტოს ჩატარდება.