აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება არ მიეტანა ირანზე იერიში, დამოუკიდებლად მიიღო.
მისი თქმით, მასზე ზეწოლა არავის მოუხდენია.
"არავის უცდია ჩემი დაყოლიება. მე თვითონ დავარწმუნე ჩემი თავი", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
მან აღნიშნა, რომ მის გადაწყვეტილებაზე "დიდი გავლენა" მოახდინა ირანში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ.
"მათ ჩამოხრჩობით 800-ზე მეტი სიკვდილით დასჯა ჰქონდათ დაგეგმილი. არავინ დაუსჯიათ სიკვდილით. მათ გააუქმეს სიკვდილით დასჯა", - განაცხადა ტრამპმა.








