აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თვის ბოლოს საფრანგეთში დაგეგმილ „დიდი შვიდეულის“ სამიტს დაესწრება.

დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ გამგზავრებამდე თეთრ სახლში UFC-ს ბრძოლები გაიმართება.

მისი თქმით, ეს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე გასართობი საღამო იქნება.

CNN წერს, რომ „დიდი შვიდეულის“ სამიტში დონალდ ტრამპის მონაწილეობა ზოგიერთ მოკავშირესთან დაძაბულობის ფონზე განსაკუთრებით საყურადღებოა.

ცნობისთვის, გასულ წელს დონალდ ტრამპმა „დიდი შვიდეულის“ სამიტი დაგეგმილზე ადრე დატოვა ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული დაძაბულობის გამო.