აშშ-ის ოპერაცია ირანში „გრაფიკზე ადრე“ მიმდინარეობს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი რეჟიმი, ჩვენ საქმეს ვაკეთებთ არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიოსთვის, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა CNBC-თან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
„ეს არის ძალიან ძალადობრივი რეჟიმი, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი რეჟიმი. ჩვენ საქმეს ვაკეთებთ არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიოსთვის. ყველაფერი გრაფიკზე ადრეა. ამჟამად ყველაფერი ძალიან პოზიტიურად ვითარდება, ძალიან პოზიტიურად“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.










