ასეთი განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Axios-თან გააკეთა

დონალდ ტრამპმა საინფორმაციო ვებსაიტ Axios-ს განუცხადა, რომ აშშ-ისრაელის ირანთან ომის რამდენიმე „გამოსავალი“ არსებობს.

„მე შემიძლია გავაჭიანურო პროცესი და ყველაფერი ვაკონტროლი, ან კიდევ დავასრულო იგი ორ ან სამ დღეში  და ირანელებს ვუთხრა: „შევხვდებით რამდენიმე წელიწადში, თუ დაიწყებთ <ირანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების>  აღდგენას“, - განაცხადა ტრამპმა მარ-ა-ლაგოდან მიცემული ხუთწუთიანი სატელეფონო ინტერვიუს დროს. 

„ნებისმიერ შემთხვევაში, მათ ამ თავდასხმის შემდეგ გამოკეთებისთვის რამდენიმე წელი დასჭირდებათ“, - თქვა მან.