ირანის ახალ ხელმძღვანელობას საუბარი სურს და მეც დავთანხმდი, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა "The Atlantic"-ს განუცხადა.
"მათ საუბარი სურთ და მეც დავთანხმდი, ამიტომ მათ დაველაპარაკები. ეს უფრო ადრე უნდა გაეკეთებინათ. მათ უნდა გაეკეთებინათ ის, რაც ძალიან პრაქტიკული და მარტივი იყო. ძალიან დიდხანს იცდიდნენ", - თქვა ტრამპმა.










