შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სტუდენტებს შეგახსენებთ, რომ 2026 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია დღეს, 18:00 საათზე დასრულდება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციის საბოლოო ეტაპის დასრულება ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე - online.naec.ge - შეუძლიათ.
სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ბაკალავრიატის სტუდენტებს სთავაზობს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების ან არსებული დაფინანსების გაუმჯობესების შესაძლებლობას.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ 2025 წლის 17 დეკემბრამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებმაც ვერ მოიპოვეს სრული ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტი. თუ სტუდენტმა კონკურსის შედეგად ვერ გაიუმჯობესა დაფინანსება, მას უნარჩუნდება მანამდე მოპოვებული გრანტი და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირება მომავალშიც შეუძლია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს სტუდენტებს გაითვალისწინონ რეგისტრაციისთვის განსაზღვრული ვადა.








