ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ვენესუელას მართვაზე პასუხისმგებლობას აშშ აიღებს.
"იქნება გუნდი, რომელიც იმუშავებს ვენესუელელ ხალხთან ერთად, რათა დავრწმუნდეთ, რომ ვენესუელა ჩვენს ხელშია. ჩვენ რომ უბრალოდ წამოვიდეთ, ვინ ჩაიბარებს იქაურობას? ვგულისხმობ, რომ ჩამბარებელი არავინ არის. ჰყავთ ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც მადურომ დანიშნა და ახლა პრეზიდენტის მოვალეობასაც ასრულებს. მას ხანგრძლივი საუბარი ჰქონდა მარკოს რუბიოსთან და თქვა: "გავაკეთებთ ყველაფერს, რაც დაგჭირდებათო". ვფიქრობ, ის საკმაოდ თავაზიანი იყო, მაგრამ მას, რეალურად, სხვა არჩევანიც არ აქვს. ამ საქმეს ბოლომდე და სწორად მივიყვანთ. არ ვაპირებთ, რომ უბრალოდ მოვაგვაროთ საქმე მადუროსთან და მერე წამოვიდეთ, როგორც სხვები აკეთებენ ხოლმე - წავიდეთ და ვთქვათ, "ჯანდაბას იქაურობა, რაც უნდა, ის მომხდარაო", - განაცხადა ტრამპმა.









