ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ-იორკ ტაიმსი“ ავრცელებს.

ნიუ-იორკის მერმა ზორან მამდანიმ განაცხადა, რომ ვენესუელის შესახებ ბრიფინგის შემდეგ მან „პირდაპირ“ დაურეკა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რათა „რეჟიმის შეცვლის მცდელობასთან“ დაკავშირებით ვენესუელაში ღამით განხორციელებული ოპერაციის დროს პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსა და მისი მეუღლის დაკავების მიმართ გამოეხატა თავისი წინააღმდეგობა.  

„მე დავურეკე პრეზიდენტს და პირდაპირ ვესაუბრე მას, რათა გამომეხატა ჩემი წინააღმდეგობა ამ აქტის მიმართ“, - განუცხადა მამდანიმ ჟურნალისტებს შაბათს პრესკონფერენციაზე.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მან პრეზიდენტი გააკრიტიკა თეთრ სახლში მათი შეხვედრის შემდეგ.

„დღეს დილით, მე მივიღე ინფორმაცია ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს და მისი მეუღლის აშშ-ის ძალების მიერ დაკავებისა და აქ, ნიუ-იორკში დაგეგმილი ფედერალურ პატიმრობაში მათი აყვანის შესახებ.  სუვერენულ სახელმწიფოზე ცალმხრივი თავდასხმა ომის აქტი და ფედერალური და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევაა. რეჟიმის შეცვლის ეს აშკარა სწრაფვა გავლენას ახდენს არა მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფებზე, არამედ უშუალოდ ნიუ-იორკელებზეც, მათ შორის ათიათასობით ვენესუელელზე, რომლებიც ამ ქალაქს თავის სახლს უწოდებენ. ჩემი მთავარი პრიორიტეტია მათი და ყველა ნიუ-იორკელის უსაფრთხოება და ჩემი ადმინისტრაცია გააგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს და შესაბამისი განკარგულებების გაცემას“, - წერს მამდანი X-ზე გამოქვეყნებულ ტვიტში