მარ-ა-ლაგოში მედიასთან ვენესუელაზე თავდასხმასთან დაკავშირებით შეხვედრაზე დონალდ ტრამპს კომუნისტური კუბის ლიდერთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

მედიასთან შეხვედრაზე დონალდ ტრამპს ჰკითხეს, არის თუ არა მისი განცხადება, რომ შეერთებულ შტატებს სურს „სტაბილურობით გარშემორტყმა“, გზავნილი კომუნისტური კუბის ლიდერისთვის, მიგელ მარიო დიას-კანელ ბერმუდესისთვის. 

„ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ კუბაზე, რადგან ამჟამად კუბა კოლაფსის პირას იმყოფება და ჩვენ გვინდა დავეხმაროთ ადამიანებს“ - უპასუხა ტრამპმა და განმარტა, რომ იგულისხმება როგორც კუბაში მცხოვრები ადამიანების, „ასევე იმ ადამიანებს დახმარება, რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ კუბა და ეცხოვრათ ამ ქვეყანაში“.

მან ამ ის შემდეგ სიტყვა გადასცა სახელმწიფო მდივანს, კუბელი ემიგრანტების შვილს მარკო რუბიოს, რომელმაც თქვა, რომ  „როდესაც პრეზიდენტი საუბრობს, მისი სიტყვები სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული“.

„მე რომ ჰავანაში მეცხოვრა და მთავრობაში მემუშავა, შეშფოთებული ვიქნებოდი“, - განაცხადა რუბიომ.