შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ასეთი განცხადება მარ-ა-ლაგოში მედიასთან ვენესუელაზე თავდასხმასთან დაკავშირებით შეხვედრაზე გააკეთა.
მარ-ა-ლაგოში ვენესუელაზე თავდასხმასთან დაკავშირებით შეხვედრაზე ტრამპს ჰკითხეს, შეიძლება თუ არა რომ მაჩადო გახდეს ვენესუელის შემდეგი ლიდერი, რაზედაც ტრამპმა უპასუხა, რომ ასე არ ფიქრობს. ტ
„ვფიქრობ, მისთვის ძალიან რთული იქნება ხელმძღვანელობა“, - ამბობს დონალდ ტრამპი ვენესუელის ოპოზიციის ლიდერ მარია კორინა მაჩადოზე, რომელმაც გასულ წელს ნობელის მშვიდობის პრემია მოიპოვა.
„მას ქვეყნის შიგნით არც მხარდაჭერა აქვს და არც პატივისცემა. ის ძალიან კარგი ქალია, მაგრამ არ იღებს იმ პატივისცემას, რასაც იმსახურებს“, - თქვა დონალდ ტრამპმა.




