სანქციების მიმართ იმუნიტეტი გამოვიმუშავეთ, - ამის შესახებ კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი აცხადებს.
"ჩვენ დიდი რაოდენობით სანქციების ქვეშ ვართ უკვე დიდი ხანია, ჩვენი ეკონომიკა კი უზარმაზარი რაოდენობის შეზღუდვების ფონზე მოქმედებს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვიმუშავეთ იმუნიტეტი ამ მიმართულებით და ვაგრძელებთ პრეზიდენტი ტრამპის მიერ გაკეთებული ყველა განცხადების ჩანიშვნას", - განაცხადა პესკოვმა.