კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, ვლადიმირ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის პირადი შეხვედრა "აუცილებლად გაიმართება და პრეზიდენტები მნიშვნელოვან შეთანხმებებს გააფორმებენ".

"შესაძლოა, შეხვედრა ასევე საჭირო იყოს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმების ფორმალიზებისთვის, რომლებიც დროთა განმავლობაში უზარმაზარი სამუშაოს შესრულების შემდეგ იქნება მიღწეული. მაგრამ ეს დრო ჯერ არ დამდგარა". - თქვა პესკოვმა.

პესკოვის თქმით, პუტინსა და ტრამპს შორის ბოლო საუბარი იყო პრაგმატული საუბარი იმ ადამიანებს შორის, რომლებიც მტკიცედ იცავენ თავიანთ პოზიციას, მაგრამ მზად არიან ერთმანეთის მოსასმენად.

ამასთან, კრემლის სპიკერის თქმით, უკრაინის საკითხის მოგვარება რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ძალისხმევას მოითხოვს და ვაშინგტონი ამას სულ უფრო მეტად ხვდება.